27 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 9 საკითხს განიხილავს
ხვალ, 27 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია მაერნეულის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 22 ნოემბერს გამოქვეყნდა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები სულ 9 საკითხს განიხილავენ რომელთა შორისაცაა, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების 2019 წლის 9 თვის ანგარიშების მოსმენა, მარნეულის საკრებულოს თანამდებობის პირთა რანგირებისა და აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა და ა.შ.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, საკრებულოს მოვალეობა მხოლოდ დღის წესრიგის გასაჯაროებაა, ხოლო მათი შინაარსობრივი ნაწილის გაგება მოქალაქეს საკრბეულოს სხდომაზე დასწრების შედეგად შეეძლებათ.

საქართველოს კანონმდებლობა საკრებულოს აპარატს არ ავალდებულებს, რომ შინაარსობრივად ჩამოაყალიბოს, თუ რა საკითხების განხილვაა დაგეგმილი მომავალ სხდომაზე რის გამოც ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, თუ კონკრეტულად რა ცვლილების განხილვაა დაგეგმილი. მაგალითად, საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით, მეცხრე საკითხად განიხილება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის N03/13141 წერილი, მაგრამ არაა მითითებული, თუ რას ეხება მერის ზემოაღნიშნული წერილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხვალ, 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, მარნეულის მერიის შენობაში გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები