რას ფიქრობენ მარნეულელები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე
დღეს, 11 იანვარს, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ივანიშვილი თვლის, რომ მისია შესრულებულია და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

“ქართული ოცნებიდან” და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ოპოზიციური პარტიებიც გამოეხმაურნენ. მათი მაწილი მის განცხადებას მორიგ ტყუილად აფასებს.

რადიო „მარნეულმა“ გამოკითხვა ჩაატარა და ჰკითხა ადგილობრივებს თუ რას ფიქრობენ მმართველი გუნდის ლიდერის გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით.

„თუ ლიდერი უსამართლოა, მისი წასვლა კარგია. იქნებ ასე უნდა მომხდარიყო. საქართველოს მეთაური ყოველთვის სამართლიანი უნდა იყოს და ხალხის მიმართ სინდისით უნდა მოიქცნენ“

„შეიძლება დაბრუნდეს, ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. პოლიტიკას რომ ჩაშორდეს უმჯობესია“

„კარგი იყო, პენსიას თავის დროზე გვაძლევდა. ახლა, მის მაგივრად ვინც მოვა, გვინდა რომ ისიც კარგი იყოს“

„ივანიშვილი ჩემთვის კარგი იყო და მე მომწონს მისი პოლიტიკა. მისი წასვლა ჩემთვის ცუდია. შეიძლება დაბრუდნეს კიდევაც“

„ის დიდი ხანის წინ უნდა წასულიყო. მისი წასვლა და დარჩენა, ჩვენთვის არაფერს ცვლის“

„ჩვენ მუშახელი ვართ და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის ვინ მოვა და ვინ წავა პოლიტიკიდან. ჩვენთვის რა სარგებელი ამაში?“

„საქართველო მშიერია. არადა იმდენი შემოსავალი აქვს - გზებიდან, ჯეიხანიდან, სოკარიდან და რა გააკეთეს? არფერი არ გაკეთდა ქვეყნისთვის. ელემენტარული ბავშვებს პარკი არ აქვთ. ზაფხულში მტვერში თამაშობენ ეზოში. მოვიდნენ, ფული შეაგროვეს და წავიდნენ“
- ამბობს მარნეულელი
მოსახლეობა

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე წარადგინეს, რომელსაც პარტიაში აღმსარულებელი მდივნის თანამდბებობა უკავია. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები