მარნეულის მერის მესამე მოადგილის ფუნქციაში მერის წარმომადგენლების კოორდინაცია შევა
დღეს, პირველ თებერვალს, მარნეულის მერის ახალი მოადგილის ქენან ომაროვის პირველი სამუშაო დღეა.

ქენან ომაროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მის ფუნქცია-მოვალეობებზე საუბრისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ინფორმაცია დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა და მოგვიანებით იქნება ცნობილი“ - განაცხადა ქენან ომაროვმა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილის სამი საშტატო ერთეულია განსაზღვრული. მარნეულის მერის პირველი მოადგილე და ამ დროისათვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეა, მერის კიდევ ერთი მოადგილეა ლაშა ლობჯანიძე.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ ქენან ომაროვის ფუნქციებში შევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაცია.

„საკურატორო სფეროები აქვთ მათ ინდივიდუალური აქტით განსაზღვრული და შესაბამისად იმ შპს, ა(ა)იპ-ებს თუ სტურქტურულ ერთეულებს კურატორობენ. ქენან ომაროვის წინამორბედის საკურატორო იყო მერის წარმომადგენლები და მიმდინარე ეტაპზეც ეს ფუნქციები ექნება მას“ - გვითხრა ნინო დეკანოიძემ

დეკანოიძის განმარტებით, არაა გამორიცხული, რომ ომაროვის ფუნქცია-მოვალეობიბი გაიზარდოს რაც შესაბამის სამართლებრივ აქტში იქნება ასახული.

ქენან ომაროვი 2016 წლიდან 2021 წლის იანვრამდე მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი იყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები