პრემიერის მიერ ნოვრუზის მილოცვა უმცირესობების მიმართ პატივისცემის ნიშანია - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას 21 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულზე, კომენდანტის საათის ძალაში დატოვებას გამოეხმაურა.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, რამდენად მეტყველებს მთავრობის მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე 21 მარტს კომენდანტის საათის ძალაში დატოვება და ასევე გრეგორიანული და კათოლიკური ეკლესიისათვის გამონაკლისის არდაშვება, მაშინ როდესაც შობის ღამეს კომენდანტის საათი მოხსნილი იყო, აშშ-ს ელჩი საქართველოში გვპასუხობს, რომ პრემიერ მინისტრის მიერ ეთნიკურად აზერბაიჯანელებისათვის ნოვრუზის დღესასწაულის მილოცვა მნიშვნელოვანი ნიშანი იყო იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს პატივს სცემს.

„პრემიერმინისტრმა მიულოცა ნოვრუზის დღესასწაული მოსახლეობას, რომელიც ამას აღნიშნავდა და ეს იყო მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო პატივს სცემს სხვადასხვა რელიგიისა თუ ეთნოსის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, უმეტესი ქართველისათვის მართლმადიდებლობა არის ძირითადი რელიგია, თუმცა საქართველოში არიან სხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები და მათი რელიგიის პატივიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენლების დაფასების კულტურა და ტრადიციაა“. - განაცხადა კელი დეგნანმა

შეგახსენებთ, რომ მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე პროტესტის ნიშნად „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შკრებილმა ადგილობრივებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ ფორმით მთვრობის უარი გააპროტესტეს. აზერბაიჯანელი თემი მხოლო ერთი დღით, 21 მარტს ითხოვდა კომენდანტის საათის გაუქმებას, რისთვისაც მათ საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართეს, თუმცა მთავრობამ უარი თქვა გამონაკლისის დაშებაზე.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები