სიახლე
მერობის კანდიდატი შეიძლება ვიყო მეც, აგილ მუსტაფაევიც - აზერ სულეიმანოვი მერობის კანდიდატურაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აზერ სულეიმანოვი შესაძლოა მარნეულის მერის კანდიდატი გახდეს.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა მედიაორგანიზაცია „აქტუალ.გე“-მ გაავრცელა.

სულეიმანოვმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლა თემასთან დაკავშირებით „ენმ“-ს ოფისში განხილვები მიმდინარეობს.

"მერობის კანდიდატი შეიძლება ვიყო და ასევე არ ვიყო. ეს ჩემი სურვილით არ ხდება. პარტიის არჩევანის, გადაწყვეტილების, საფუძველზე ირკვევა. შეიძლება პარტიამ აგილ მუსტაფაევის კანდიდატურა წარადგინოს ან ჩემი. ეს ჯერ არ ვიცით"


სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულის მერის კანდიდატის ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია