თოზუ გულმამედოვა საგარეჯოს საკრებულოს წევრობისათვის გახარიას პარტიიდან იბრძოლებს

სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედოვა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიიდან საგარეჯოს საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

ის პარტიის პროპორციულ სიაში მეორე ადგილს იკავებს. თოზუ გულმამედოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისასგანაცხადა, რომ მისი ძირითადი მიზანი საკრებულოში მისი რეგიონის პრობლემების განხილვაა. მისი თქმით დღემდე სახელმწიფო უწყებებში მოსახლეობის საჭიროებები აგთვალისწინებული არაა.

„ჩემი დაპირებები ესაა, რომ ჩვენი პრობლემები საკრებულოში განიხილება. ამას გარდა, არის ისეთი საკითხები რომ პარლამენტის დონეზე უნდა განიხილონ. შევეცდები რომ ეს საკითხებიც პარლამენტამდე მივიტანო. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი საკითხი მიწის იჯარის წეისა. ეს წესი ჩვენ ძალიან გვაწუხებს. რადგან მესქონლეობით ვართ დაკავებულნი ამ წესის გამო ბევრი ხარჯის გაღება გვიწევს, რაც ჩვენს საქმეს უფრო ართულებს. ვპირდები, რომ ასეთი საკითხების საკრებულოშიც და პარლამენტშიც მოვაგვარებთ. მოსახლეობას ასევე ვპირდები, რომ მათთვის საკრებულოს კარებს გავხსნი. ჩვენ დღემდე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში არ ვერთვებით, მაგრამ უკვე იქაც ვიქნებით“.

გულმამედოვას განმარტებით საკრებულოს წევრობისათვის ბრძოლა პარტია „საქართველოსათვის“ რიგებიდან იმიტომ გადაწყვიტა, რადგან პარტიის ხელმძღვანელობა მას აფასებს.

„ჩემი პოლიტიკაში ჩართულობის მიზანი უფრო გამჭირვალედ მუშაობაა. დღემდე ვცდილობდით, რომ პრობლემები მედიის და სხვა გზების მეშვეობით სახელმიწფო უწყებამდე მიგვეტანა. ახლა უკვე მინდა რომ პირდაპირ საკითხი სადაც იხილება მანდ ვიყო. იქ გამოვაცხადო ჩვენი პრობლემები. ჩვენს რეგიონში პოლიტიკური პროცესები ბევრია. ყველაფერი ზოგადად მიიღება, მაგრამ ჩვენს რეგიონში ერთი ცხოვრების წესია. განსხვავებულად ვცხოვრობთ, მესქონლეობით ვართ დაკავებულნი. ამიტომ არავის არ ითვალისწინებენ. ჩემი მიზანი ისაა რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი პრობლემები, საჭიროეებები გაითვალისწინონ. ამიტომ ჩემი კანდიდატურა წარვადგინე“.

გულმამედოვამ ისიც აღნიშნა რომ ამჟამად მოსახლეობას არ შეხვედრია. წინასაარჩევნო შეხვედრებს მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

თოზუ გულმამედოვამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამტავრა. დღემდე კი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავა.

აღსანიშნავია რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები