„აზერბაიჯანი არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში ე.წ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აზერბაიჯანი 2022 წელის 10 აპრილს საქართველოში ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს“. - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ცხინვალის საკითხის მოგვარებისათვის საერთაშორისო სამართლის ნორმის და პრინციპებიბს მიხედვით, მშვიდობის გზით მოლაპარაკებების გაგრძელებაა საჭირო.

რადიო „მარნეული“



წყარო: report.az
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები