მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში არიან განწყობილნი -NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს
გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად არიან განწყობილები.
კითხვაზე, „მმართველი პარტია ქართული ოცნება ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს უმცირესობების დასახლებაში ამ ფორმულირებას, გამოკითხულთა 46% დაეთანხმა, 41% არ ეთანხმება და 12 %-მა არ იცის.

მმართველი პარტიის მსგავსად, არჩეული ოპოზიციური პარტიები უმცირესობების დასახლებებში შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობენ“- აღნიშნულია ასევე კვლევაში.

„პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები, ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“- ამაზე ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში 42%-მა დადებითად უპასუხა, 38%-მა უარყოფითად და 20%-ს არ ჰქონდა ამ ფორმულირებაზე პასუხი.




ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ერთგულია. 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან
პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი). მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატოს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატოში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან,
მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის.

ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები