საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე
ზურაბიშვილმა დღეს 23 სექტემბერს 12 მსჯავრდებული შეიწყალა.
ადმინისტრაციის განცხადებით, 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ
დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის
შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი
სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს,
რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ
იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.