მარნეულის საკრებულოს სხდომა 30 იანვარს ჩატარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
ორშაბათს, 30 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ანონსი საკრებულოს
ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, სხდომა ხუთ საკითხის განხილვაა დაგეგმილი:
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29
დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მაია ნავერიანი, თეონა ფარჯიანი/
2. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირთა რაოდენობის და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის
შეთანხმების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის
17 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
3. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი
სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N76 განკარგულებაში ცვლილების
შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი
პროექტის შესახებ.
/მომხს. ადილ ალიევი/
5. სოციალური საკითხები.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/
საკრებულოს სხდომებზე დასწრება მოქალაქეებისთვის თავისუფალია.