ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე,-შარლ მიშელი
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განუცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მიესალმებიან საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა, რომლის კომენტარსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები