რა უთხრა საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილმა წასვლისას
ტელეკომპანია "იმედის" ექსკლუზიური ინფრომაციით დილიდან გახდა ცნობილი რომ ირაკლი ღარიბაშვილი ტანამდებობას ტოვებს.
საღამოს მან ბრიფინგზე დაადასტურა რომ თანამდებობას ტოვებს საკუთარი ნებით და ახლა მეტი დრო ექნება ოჯახთან ერთად გასატარებლად:

დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მეორე ვადით პრემიერის პოსტზე ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პერიოდში დავიწყე. პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში მივაღწიეთ.

ჩვენი მმართველობის პერიოდში ორჯერ მომიწია უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი გუნდის სიძლიერის უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ. „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად. რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭომ შემომთავაზა, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის პოსტი. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, განვიხილეთ, თანამდებობაზე ზაფხულამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიეთ, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, მინისტრებს და თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციის თანამშრომელს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მეუღლეს, მშობლებს, შვილებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,
– განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები