“თვითონ მოისურვა” – ივანიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა თავად “მოისურვა”.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყრილობაზე მისულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყრილობაზე, სადაც ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე უნდა დაასახელონ, ივანიშვილი კობახიძესა და ღარიბაშვილთან ერთად მოვიდა.

ჟურნალისტებმა ივანიშვილს ჰკითხეს, “რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს”, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა:

“რა უნდა დავუწუნო?! ნახეთ, როგორი კაცია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა, ივანიშვილმა უპასუხა:

“თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომისას არ უთქვამს, რომ საკუთარი ინიციატივით მიდიოდა პოსტიდან. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებზე გუნდთან ერთად იმსჯელა. მან თქვა, რომ განიხილებოდა იდეა ის პოსტზე დარჩენილიყო ზაფხულამდე ანუ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რაზეც მან უარი თქვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები