„ოცნება“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძეს წარადგენს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარტიის აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა, „ოცნების“ ყრილობაზე, წარმატებები უსურვა მას, როგორც პრემიერობის კანდიდატს.

კობახიძე შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა და აღნიშნა, რომ კობახიძის ადგილას გადავიდოდა და პარტიის თავმჯდომარე გახდებოდა.

ღარიბაშვილი ხსნის, რატომ გადადგა

პრემიერის პოსტზე კანდიდატის წარდგინება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან და „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ გახდომასთან ერთად, სწორედ მისი პრეროგატივაა. კობახიძისა და მისი კაბინეტის დამტკიცება პარლამენტის მარტივ უმრავლესობას, ანუ 76 დეპუტატს შეუძლია. „ოცნებას“ ამჟამად 84 დეპუტატი ჰყავს.

ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ 2016 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. პოსტი დატოვა 2019 წელს, 20 ივნისის აქციების შემდეგ. და დაიკავა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის წევრი. ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შემდეგ გახდა „ოცნების“ თავმჯდომარე. იყო „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები