მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 122 ლარი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. პირველი იანვრიდან საკრებულოში დასაქმებულებს ხელფასები 10%-ით გაეზარდათ, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება საკრებულომ 25 დეკემბერს მიიღო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის ხელფასი 5 566 ლარიდან 6 122 ლარამდე გაიზარდა. თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ტარიელ მამედოვის ხელფასი 4 791 ლარი გახდა, კიდევ ორი მოადგილის, როვშან ისკანდაროვის და რიჩარდ გიგანის ხელფასი კი 3 859 ლარამდე გაიზარდა.

მარნეულის საკრბეულოში ორი ფრაქციაა შექმნილი „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბესიკ გელენიძეა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა ქველაძე. ისინი ყველთვიურად ანაზღაურების სახით 2 928 ლარს მიიღებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს 7 მოადგილე ჰყავს, ესენი არიან ომარ ირიშოვი, მაია გელაშვილი, ვანო ბურნაძე, ადილ გურბანოვი, ჯეიხუნ ჩოიდაროვი, არსენ ახვერდიანი და ლევან აკოპიანი. რაც შეეხება ფრაქცია „ენმ“-ს თავმჯდომარეს, მას მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს, რამალ ახმედოვი. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ხელფასის სახით 2 395 ლარს მიიღებენ. 3 327 ლარამდე გაეზარდათ ანაზღაურება მარნეულის საკრებულოს კომისიების 5 თავმჯდომარესაც.

საკრებულოს თანამდებბის პირებთან ერთად ანაზღაურება გაეზარდათ აპარატის თანამშრომლებსაც. აპარატის ხელმძღვანელის ხელფასი 3 857 ლარი გახდა. საკრებულოს აპარატსი 4 განყოფილება ფუნქციონირებს, რომელთა ხელმძღვანელების ხელფასიც 3 059 ლარამდე გაიზარდა.
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა 7 ადამიანს უკავია, რომელთა ანაზღაურებაც 2 261 ლარია.
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობას 14 ადამიანი იკავებს, მათი ხელფასი 2 128 ლარი გახდა.
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა 2 ადამიანს უკავია, რომელთა ანაზღაურებაც 1 862 ლარია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები