კობახიძე: მინისტრობა ჯერ არავისთვის შემითავაზებია — ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით ჯანდაცვის მინისტრობა არავისთვის შეუთავაზებია. ასევე, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ეხება. კობახიძე ამბობს, რომ ყველა ვაკანსია კვირის ბოლომდე შეივსება.

„რაც შეეხება ახალ კადრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე გავაკეთებ განცხადებას. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე.

ჯერჯერობით, არც პირადად და არც ირიბად, არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა დღემდე არ შემითავაზებია – გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს და როგორც კი გარკვეულ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით, დავიწყებთ შეთავაზებას“.
– თქვა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში შესაძლო სხვა ცვლილებებს, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ყველა მინისტრი ეფექტიანად მუშაობს და ისინი გააგრძელებენ ეფექტიანად მუშაობას“.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, გაათავისუფლა თუ არა თანამდებობიდან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი. კობახიძის განცხადებით, ბარნაბიშვილი „ინიშნება მაღალ თანამდებობაზე კონკრეტულ სამინისტროში და ამაზე განცხადებას შესაბამისი მინისტრი გააკეთებს”.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები