რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება. ის წლების მანძილზე იყო შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი.

კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ზურაბ აბაშიძე პრემიერმინისტრის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.

"ზურაბ აბაშიძე, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, მისი თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგეხსენებათ ის წლების მანძილზე იყო პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო უკვე ახალ თანამდებობაზე", - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები