მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი. მისი დანიშვნის შესახებ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აცნობა.

ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. ის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა.

კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მას საკრებულოში თანამდებობის დატოვება მოუწევს.
2024 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო რევაზ ჯაველიძე. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე იყო ცნობილი, რომ იგი ადმინისტრაციაში ცვლილებებს აპირებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის შეცვლა იყო.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები