„ახალი" — მელიამ და გვარამიამ საერთო პოლიტიკური პლატფორმა წარადგინეს
ნიკა გვარამია და ნიკა მელია გაერთიანდნენ. მათ საერთო პოლიტიკური პლატფორმა წარადგინეს.

პოლიტიკური გაერთიანების სახელი იქნება „ახალი”, საარჩევნო ნომერი 4, ფერი კი მწვანე და ნარინჯისფერი.

გვარამის თქმით, მწვანე -სიახლის, ახალი დასაწყისის აღმნიშვნელია, ნარინჯისფერი კი ენერგიის, წინსვლის და იმედის.

„ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილბებეისთვის. ჩვენ შევცვლით, ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას,
ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვმართოთ, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით”,
– თქვა ნიკა გვარამიამ.

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მოლაპარაკებები ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით 3 თვე გრძელდებოდა, საბოლოოდ კი, გაერთიანების გადაწყვეტილება „ათობით ათასი ამომრჩევლის ინტერესით მიიღეს”.

მასალა განახლდება

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345