მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას გურიაში 1 ლარად მიწები გადასცა
მთავრობის განკარგულებით, მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა. ირაკლი კობახიძის ხელმოწერით მთავრობის განკარგულება 12 მარტით თარიღდება.

ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთები მდებარეობს ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიცილალიტეტებში. კერძოდ:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ნარუჯაში – 849 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ნატანები – 929 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუთური – 345 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუთური – 859 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები