პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო გენდერული კვოტირების გაუქმებაზე კანონპროექტი
პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტი.

საკითხს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 15-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავენ, „გირჩის“ ინიციირებულია და საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს.

განხილვა ხმაურით, „გირჩის“ და უმრავლესობის სექსისტური და მიზოგინური განცხადებების ფონზე ჩატარდა.

„გირჩის” კანონპროექტით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში. პროექტი სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ვალდებულებას აუქმებს.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. ხოლო, 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციის ნაწილი და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები