კობახიძის თქმით, EURO 2024-ზე გერმანიაში დამატებითი რეისებისთვის მუშაობა დაიწყება
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისების განსახორციელებლად მთავრობა მუშაობას დაიწყებს.

"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. თვითმფრინავის ბილეთებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რითიც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას. შესაბამისად, ავიაბილეთებზე ფასები გაიზარდა - რიგ შემთხვევებში, რამდენჯერმეც კი.

მინდა, ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვო, რომ გერმანიაში, დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ბილეთები ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შევთავაზოთ".
- თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები