ირაკლი კობახიძე - ჩვენს ინტერესშია, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მნიშვნელოვანია, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ
ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ სანქციები არის არასერიოზული,
ამასთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალისთვის. ეს არ შეესატყვისება ჩვენს პარტნიორობის სულისკვეთებას. მე იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია გაღრმავდეს ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, შესაბამისად, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით, როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ“,
– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები