„აზერბაიჯანი წარმატებული სამხედრო ოპერაციებით, ტერიტორიულ მთლიანობას აღდგენს“ - რუსლან ჰაჯიევი

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით
დაწყებული სამხედრო ოპერაციები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რეგიონში მსგავსი კონფლიქტები მალე უნდა მოგვარდეს“.

ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გაავრცელა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კონფლიქტები თუ არ მოგვარდება, იძულებულები გახდებიან იარაღი აიღონ ხელში:

“დღეს აფხაზეთის ოკუპაციის დღეა. სამწუხაროა, რომ საქართველოც იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც სეპარატიზმს განიცდის. მე მჯერა რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გზას გაუხსნის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ - დაწერა რუსლან გაჯიევმა 27 სექტემბერს.





Mənbə: NewsBureau
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები