აზერ სულეიმანოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიმართა.

დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„თქვენი მტკიცე ნაბიჯების მეშვეობით მალე ტერიტორიებს გავათავისუფლებთ“ - წერს აზერ სულეიმანოვი ილჰამ ალიევს.

სულეიმანოვის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის აზერ სულეიმანოვის
მიმართვა
ბატონო პრეზიდენტო!
ბოლო 30 წელია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ამაზრზენი მეზობელი სომხეთის და სომხური ტერორისტული გაერთიანებების ოკუპაციის ქვეშაა. ამ ოკუპაციის შედეგად აზერბაიჯანმა ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა. სომხებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში კეთილ-მეზობლურ ურთიერთობებს დიდ დარტყმას აყენებენ, აზერბაიჯანთან ერთად მშობლიური საქართველოს ტერიტორიაზეც და მოსახლეობის მიმართაც დიდი სისასტიკე ჩაუდენიათ. დღეს ორი მეგობარი, მოძმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მესამე მეზობელი ქვეყანა - სომხეთი სულ მუქარებს ავრცელებს. 1988 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა, უკურნებელ ჭრილობად ქცეული, ყარაბაღი დაკარგვა და ომი დღეს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე უფრო გამძვინვარებულია.
პატივცემულო პრეზიდენტო, ილჰამ ჰეიდარის ძე!
თქვენს მიერ დაზუსტებულად წაყვანილი შიდა და საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თქვენი წინდახედულობა, როგორც უფროსი მთავარსარდალი, ყველაზე წვრილმან დეტალამდე გათვლილი სამხედრო ტაქტიკა, დღეს მასშტაბურად სრულდება და ეს თქვენთვის წმინდა ვალდებულებად გადაიქცა. აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სამხედრო ძალის მაგალითად რამდენიმე წლის წინ მომხდარმა „ლელეთეფეს ოპერაციამ“ უკვე აჩვენა, რომ მებრძოლი ჯარი გვყავს. ჩვენმა მტერმა კი ამისგან ვერ გამოტანა თავისი გაკვეთილი და რამდენიმე თვის წინ ფრონტის საზღვრის შეცვლით შეეცადა ყარაბაღიდან ასობით კილომეტრზე , თოვუზის რაიონის მიმართულებით, აზერბაიჯანის ტერიტორიებში შეიჭრას როგორც ოკუპანტი. მაგრამ აზერბაიჯანის ჯარის საპასუხო სროლით მტერს სამხედრო ძალები ისევ დაეშალა. ამ ბრძოლაში საწყენი იყო გენერალი ფოლად ჰაშიმოვის და პოლკოვნიკი ილგარ მირზაევის დაკარგვა, მაგრამ იმ დღიდანვე მოუთმენლად ველოდით დიდი ბრძოლის მოსვლას. დღეს, 27 სექტემბერი, შეიძლება იმ თარიღის დასაწყისი იყოს. მერწმუნეთ საქართველოში მცხოვრები თანამემამულეები, როგორც 1990 წლებში ჩაერთნენ ყარაბაღის და აფხაზეთის ომში ნებაყოფლობით, ახლაც ჩაერთვებიან. აზერბაიჯანის, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს, ასევე სამშობლოს, დიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მზად არიან ნებისმიერი მოწოდებისთვის.
გვჯერა, რომ თქვენი მტკიცე ნაბიჯების მეშვეობით მალე გავათავისუფლებთ ტერიტორიებს. ჩვენ ყველა მზაობას ვაცხადებთ კავკასიაში დიდი და უსასრულო მშვიდობის დამყარებისა და ორივე მოძმე ქვეყანაში დაწყებული ანტი ტერიტორიული ოპერაციებში ჩასართავად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მისაღებად.
დღეს აზერბაიჯანმა, კიდევ ერთხელ, სომხეთის შეიარაღებული თავდასხმის საპასუხოდ თავისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ჩვენი სიამაყე და წმინდა ვალია.
ღმერთმა დაფაროს ყველა ჯარისკაცი რომელიც ფრონტის ხაზზე სისხლის ფასად ტერიტორიებს ათავისუფლებს მტრისაგან და გამარჯვების გზა მისცეს! ამინ!“
- წერს აზერ სულეიმანოვი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები