სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ „რევოლუციურ სცენარზე”
საუბრობს და ამტკიცებს, რომ „პირთა გარკვეული ჯგუფები” ცდილობენ
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ
„პროვოკაციები”, რაც მათი განცხადებით, მიზნად ისახავს „დესტრუქციული
და ძალადობრივი” სცენარების განვითარებას.
“ქართული ოცნება” აანონსებს საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც შეიყვანენ
იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული,
ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ
რუსული კანონი, რომელსაც საქართველოში განიხილავენ ,,ძირს გამოუთხრის
აშშ-საქართველოს ურთიერთობებს”.