კაკლის ხეების გაჩეხვის ფაქტის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს
სოფელ საბირქენდში ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში პოლიცია და ექსპერტები ჩაერთნენ.

ანაბეჭდები უკვე აიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ დაზარალებულმა , ელნურ მასიმოვმა მოგვაწოდა. მისი თქმით, 20 მარტს მარნეულის პროკურატურას საჩივრით მიმართა. პროკურატურიდან წერილი მიიღეს, რომ სქმის მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საბირკენტში მცხოვრებ ფერმერს 30 კაკლის ხე გაჩეხილი დახვდა, შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები