მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საკრებულოს წევრებს არჩევნებში „დიდი ღვაწლისათვის“ მადლობა გადაუხადეს
დღეს, 21 მაისს, საკრებულოს სხდომა მილოცვებით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ, ახალ მერს, ზაურ დარგალს გამარჯვება მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა დეპუტატებს გადაუხადა.

„თითოეულ თქვენთაგანს მადლობა იმისათვის, რომ ესეთი დამაჯერებელი ანგარიშით დამთავრადა ეს არჩევნები“- თქვა ამირან გიორგაძემ

მილოცვებს მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეც შეუერთდა. მიიჩნევს, რომ მარნეულში არჩევნები უპრეცენდენტოდ ჩატარდა და არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად ვიზრდებით.

"ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩატარებული არჩენებისთვის, თქვენი ღვაწლი ძალიან დიდი იყო."- თქვა ტაბატაძემ

ტაბატაძის თქმით, არჩევნებმა ყველანაირი ექსცეცების გარეშე, დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო პროცედურულ დარღვევებს.

მილოცვებს კიდევ ერთი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი შეუერთდა და სხდომის დასასრულს სიტვა მოითხოვა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას გადაგიხადოთ მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“ - თქვა ნავერიანმა და ზაურ დარგალს წარმატებები უსურვა.

19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ზაურ დარგალმა მარნეულის ყველა საარჩევნო უბანზე მოიგო არჩევნები. მან 28 088 ხმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 78.6%- ია.

ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, მესამე პოზიციას იკავებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი, ხოლო მეოთხე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები