მარნეულის მუნიციპალიტეტში მედალოსანი მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია, 18 ივნისს, მარნეულის მერის ინიციატივით, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტს 2017-2018 სასწავლო წელს 8 ოქროს და 7 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

როგორც ჩვენთან საუბარში რესურს ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა აღნიშნა,  2016- 2017 წელს მედალზე სკოლა მხოლოდ 6-მა მოსწავლემ დაამთავრა.

მადლობის სიგელები გადაეცა რესურს ცენტრს და მედალოსანი მოსწავლეების საჯარო სკოლებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები