მოქალაქის თქმით, ავტოავარია გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობის გამო მოუვიდა
ნანუკა ზაალიშვილი ამბობს, რომ “ისთ ფოინთან“, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში საავტომობილო სავალ გზაზე ნიშნები არ არის. მისი თქმით, ნიშნების არარსებობის გამო მისი მეუღლე ავტოავარიაში მოყვა, პატრულმა კი რეაგირების ნაცვლად, ისევ მძღოლი დააჯარიმა.

ზაალიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სანამ ისინი ავარიის ადგილზე იმყოფებოდნენ, მსგავს სიტუაციაში კიდევ 3 მანქანა მოყვა.

„პატრულმა ჯარიმა გამოწერა უყურადღებობაზე, რომ მძღოლმა ვერ დაინახა ორმო/ღრმული. ვფიქრობთ, საჩივარი შევიტანოთ: 1. ჯარიმა პატრული გავასაჩივროთ. 2. პატრულის ეკიპაჟის გულგრილობისთვის, რომ სამომავლოდ სხვების უსაფრთხოებაზე არ იზრუნეს 3. კეთილმოწყობა/მერიის წინააღმდეგ, რომ ასე დატოვეს ეს სახიფათო მონაკვეთი,“ – უთხრა ზაალიშვილმა ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა თბილისის მერიასაც, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურს განვითარების საქალაქო სამსახური მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ასფალტის რეაბილიტაციას ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, გზატკეცილზე საჭიროებისამებრ განთავსებულია ნიშნები.

“სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი”. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება… ამას აკონტროლებენ მერიის შესაბამისო უწყებები,“ – ამბობენ მერიაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები