პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
20:59 / 12.12.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებროდა
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს
დაბადებული ა.ზ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 11 დეკემბერს,
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ფეხის არეში ჭრილობები
მიაყენა 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს და 1967 წელს დაბადებულ გ.ა.-ს,
რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.