450 000 ლარიანი ტენდერი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზების მოვლა-შენახვისთვის
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის, 450 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა შეასრულოს.

აღნიშნული ტენდერი მერიამ 7 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 23-დან 28 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები