ზემო და ქვემო ყულარის და ხოჯორნის წყალმომარაგებისს პრობლემის მოსაგვარებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ სოფელ ზემო და ქვემო ყულარისა და სოფელ ხოჯორნის წყალმომარაგების სამუშაოების შესყიდვისათვისათვის 1 712 341 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული, ყულარის წყალმომარაგება განხორციელდება „იმირი“-„შულავერი,ბუდიონოვკა, წითელსოფელი, მარადისი“ - წყალსადენის მაგისტრალიდან. შეიცვლება ამორტიზებული მილსადენი მილი სოფელ ხოჯორნშიც.

აღნიშნული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ დღეს, 29 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობს მიღება მსურველ პრეტენდენტებს 14 თებერვლიდან, 19 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები