მიუსაფარი ძაღლების დასაჭერად მარნეულის მერიას წერილობით მიმართეს

24 მარტს მარნეულელი ახალგაზრდების ჯგუფმა უსახლკარო ძაღლების დასაჭერად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართა.

„იბრაგიმ ახალგაზრდების კავშირის“ წევრი მალიქ აგაევის თქმით, მიუსაფარი ძაღლები ბავშვებსა და მოხუცებს აწუხებენ და სწორედ ამიტომ მიმართეს მერიას.

„რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, რომ მაწანწალა ძაყლები ქალაქში, სოფლებში მოხუცებს და ბავშვებს აწუხებენ. გადავწყვიდეთ, რომ ხელმოწერა შევაგროვოთ და ოფიციალურად მივმართოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. 100-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ. ასე არ შეიძლება რამე ღონისძიებები უნდა გაატარონ, უნდა გაითვალიწსინონ მოსახლეობის მდგომარეობა. მაწანწალა ძაღლები უნდა დააკავონ. ჩვენ როგორც „იბრაგიმ ახალგაზრდული კავშირი“ მერიას მივმართავთ რომ ქუჩაში უპატრონო ძაღლები დააკავონ რათა ადამიანები აღარ შეაწუხონ“. - აცხადებს მალიქ აგაევი

ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მერია მათ განცხადებას დააკმაყოფილებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებისათვის 42 360 ლარის დახარჯვას აპირებს.

მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი 24 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთი წლის განმავლობაში, დაიჭიროს 353 ძაღლი, გადაიყვანოს თავშესაფარში და გამოკვლევების შემდგომ ჩაუტაროს სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურებები. ზემოაღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდგომ კომპანია ვალდებული იქნება, რომ რეგისტრირებული ცხოველები კვლავ ბუნებრივ არეალში, ანუ მარნეულის მუნიციპალიტეტში, დააბრუნონ.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები