23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ სარისკო საქმეებსა და აშკარა ავანტიურებში არ ჩაერთვებით. ხელსაყრელი დროა სპორტის, ფიზიკური ვარჯიშების, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბები გელით.

კურო

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, რომელიც სიყვარულისა და პატიების ნიშნით ჩაივლის. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ, ეკლესიას ან ხელმოკლე ადამიანებს დაეხმარეთ. გახსოვდეთ, რომ „რასაც დათესავთ, იმას მოიმკით“. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით. ეცადეთ, ინტიმურ საკითხებს ზედმეტი ყურადღება არ დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ სექსი და სიყვარული ერთი და იგივე არ არის.

ტყუპები

ეს დღე სიბრძნისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. უარი თქვით სიძუნწეზე და ეგოიზმზე და ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. რჩევას ყურადღებით მოუსმინეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ. შესაძლოა, ამა თუ იმ მიზეზით შეწყვეტილი მეგობრობის განახლება გადაწყვიტოთ. ამ დღეს პრობლემებს ძველი ნაცნობების დახმარებით გაუმკლავდებით.

კირჩხიბი

ამ დღეს პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა გელით. ინტიმურ საკითხებზე ზედმეტ ფოკუსირებას აჯობებს, უფრო სასარგებლო საქმეზე გადაიტანოთ ყურადღება. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება პირად განცდებს ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებს.

ლომი

დაძაბული დღეა, რომელსაც შეუძლია ახალი თავსატეხი ან პასუხისმგებლობის ტვირთი მოგიტანოთ. მზად იყავით პირად ცხოვრებაში პრობლემების გაჩენის ან არასასურველი საკადრო ცვლილებებისთვის. გამორიცხული არ არის მენეჯმენტთან კონფლიქტი. გირჩევთ, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი გამოიჩინოთ. საღამოს ერიდეთ უცნობ ადამიანთან ჩხუბს და ხანძარს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მოწყალების, სიყვარულისა და პატიების ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ სპორტული ვარჯიშისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დროს გამონახოთ. თავი შეიკავეთ სარისკო წამოწყებებსა და აშკარა ავანტიურაში ჩართვისგან. უმჯობესია, ის საქმე აკეთოთ, რაც კარგად გეხერხებათ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბები გელით.

სასწორი

მძიმე დღეა, რომელსაც ძველი პრობლემები უფრო დაამძიმებს. ამას კი შეიძლება, კოლეგებთან ურთიერთობის გართულება მოჰყვეს. თქვენი მონდომების მიუხედავად, შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ეცადეთ, შექმნილი ვითარება რეალურად და ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი

აქტიური საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საკუთარი ძალები და შესაძლებლობები სწორად გაანაწილოთ. გირჩევთ, მიზნისკენ თამამად იაროთ, მაგრამ გარშემომყოფების მიმართ ზედმეტი პრეტენზიებისგან თავი შეიკავოთ. პირიქით, ეცადეთ, კოლეგებისა და უფროსების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ამ შემთხვევაში თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება. გირჩევთ, ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე სიბრძნის და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, სიხარბე და ეგოიზმი არ გამოიჩინოთ და თხოვნაზე უარით არავის უპასუხოთ. გადაჭარბებულმა ენერგიულობამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

თხის რქა

მოემზადეთ პირად ცხოვრებაში პრობლემების ან არასასურველი საკადრო ცვლილებებისთვის. გამორიცხული არ არის კონფლიქტი მენეჯმენტთან ან თანამშრომლებთან.

მერწყული

ამ დღეს ხელსაყრელი სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება და ფიზიკური ვარჯიშები. ეცადეთ, საქმიანი ქაღალდების, პირადი ნივთებისა და სახლის მოწესრიგებისთვის დრო გამონახოთ. ყველა შესყიდვა, გარდა უძრავი ქონებისა, წარმატებული იქნება. სასურველია, რომ საღამო ცეცხლთან ახლოს გაატაროთ. სულ ერთია, ეს ტყეში კოცონი იქნება თუ სახლში ბუხარი.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა საქმიანი პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანი შემოსავლის ან ჰონორარის მიღება გელით. სირთულეები დროებით დაგტოვებენ, მაგრამ ძლიერმა ემოციებმა შეიძლება მთლიანად დაგიპყროთ. ეცადეთ, დროულად შეჩერდეთ, რათა საკუთარ თავზე კონტროლი მთლიანად არ დაკარგოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია