თბილისში თანამედროვე აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება გაიმართა
თბილისში, „კავკასიურ სახლში“ პროექტ „კულტურული კალენდრის“ ფარგლებში, თანამედროვე აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანი ქართველი მაყურებლისთვის რეგიონული ფილმების გაცნობა იყო.

პროექტის კოორდინატორის მარიკა ტყეშელაშვილის თქმით, ღონისძიებამ გარკვეული წარმოდგენა შექმნა მეზობელ ქვეყანაში წარმოებულ კინო- პროდუქციაზე, მის შინაარსობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებზე.

„ფილმები შინაარსობრივად ჰგავს ჩვენს რეალობასაც, რაც საქართველოში გვხვდება ხოლმე - ხასიათები, სოციალური ყოფა და ა.შ. სამწუხაროდ, ნაკლებად ვიცნობთ რეგიონში გადაღებულ ფილმებს, როგორც ახლებს, ასევე, ძველებს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ვართ. პერიოდულად ვცდილობთ ხოლმე, ასეთი ღონისძიებები მოწყობას, რათა გავეცნოთ რეგიონალურ კინოს“, - განაცხადა მან.

პროექტის ფარგლებში, ნაჩვენები იყო ახალგაზრდა რეჟისორების ელვინ ადიგოზელისა და რუფათ ჰასანოვის 2013 წლის ფილმი „ქამელეონი“ და ასიფ რუსტამოვის 2014 წელს გადაღებული სადებიუტო ფილმი „მდინარეზე“. ორივე ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე პრესტიჟული ჯილდოები მიიღეს

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია