ოქროს ფასი იზრდება
COVID-19-ის ახალი, "ომიკრონ" შტამის გამო შეშფოთების ფონზე, ოქრო ძვირდება.

Comex-ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ოქროს დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0,36%-ით, 6,35 აშშ დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1 794,45 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც ჩანს, კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში შტამების გამოჩენის ფონზე, ინვესტორები ოქროს საიმედო ინვესტიციად ხედავენ.

ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ 2021 წელს შემცირდა. ინვესტორები ინვესტიციებს უფრო მომგებიან აქტივებში, კრიპტოვალუტებში და სასაქონლო აქტივებში ახორციელებენ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია