კალაძე გარემოვაჭრეებზე: ჩვენ ხელს არავის ვუშლით ბიზნესში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე აღნიშნა: ხელს არავის ვუშლით ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში“.

მისივე თქმით, მერია გარემოვაჭრეებს მაქსიმალურად დაეხმარება ბაზრობების ხელმძღვანელებთან კომუნიკაციაში.

„რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს. ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით კომუნიკაციაში ბაზრობების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ამ ადამიანების საქმიანობა შესაძლებელი იყოს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ 26 იანვარს თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ დაეწყოთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან. მიეცათ მათთვის გონივრული ვადა და დაეხმარონ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რათა თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია