2022 წლის პირველ კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა
11, 002 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ
კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ამასთან, წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ჯამში 16,390 მლნ ლარი
შეადგინა; აქედან 9,193 მლნ ლარი წმინდა საკომისიო და მომსახურეობის
მიხედვით სხვა შემოსავლებზე მოდის, 1,394 მლნ ლარი ვალუტის
ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულ შემოსავლებზე, ხოლო, 5,615 მლნ
ლარი სხვა არასაპროცენტო შემოსავლებზე.
რაც შეეხება არასაპროცენტო შემოსავლებს ჯამში, მიმდინარე წლის პირველი
კვარტლის მდგომარეობით, 15,964 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 10, 676
მლნ ლარი პერსონალის ხარჯებზე ნაწილდება, 1,718 მლნ ლარი იჯარის
ხარჯზე, 5,901 მლნ ლარი სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტების აქტივებმა
538, 390 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 164, 542 მლნ ლარი.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება
2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2022
წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 181
სუბიექტი, სადაც მთლიანად დასაქმებულია 2 431 ადამიანი.