მარნეულში კამპანია „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ დასკვნითი შეხვედრა და იდეათონი გაიმართა
17 ივნისს მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრში, კანტის აკადემიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კამპანიის „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ დასკვნითი შეხვედრა და იდეათონი გაიმართა. კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებზე საპასუხოდ კანტის აკადემიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს 5 რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კამპანია „იმოქმედე ჯანმრთელობისთვის“ განახორციელეს. 


პროექტი მარნეულში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ და „კანტის აკადემიის“ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ორხან ფირვერდიევის თქმით, ამ პროექტში მხოლოდ ცენტრის სტუდენდები იღებდნენ მონაწილეობას და მათ ტრენინგებზე დიდი გამოცდილება მიიღეს.

„პროექტის ფარგლებში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ 50-მდე ახალგაზრდამ სხვადასხვა თემებზე გაიარეს ტრენინგი. მათ ჩაუტარდათ ჰიგიენის, მეწარმეობის, ლიდერობის და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ტრენინგები. მარნეულიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან კანტის აკადემიასთან მხოლოდ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ითანამშრომლა“,
- თქვა ორხან ფირვერდიევმა.


პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და ჰიგიენასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის გაზრდის მეშვეობის პანდემიის პრევენციაა.


ინიციატივის ფარგლებში, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს ახალციხიდან, ჭიათურიდან, მარნეულიდან, პანკისიდან და შიდა ქართლის ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებიდან უტარდებათ ტრენინგები მენტალური და ემოციური ტრანსფორმაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხო ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გაეცნონ ანტრეპრენერშიფისა და მარკეტინგის ძირითად პრინციპები, რათა თავად შეძლონ კონკრეტულ პრობლემებზე შესაბამისი იდეებისა და გამოსავლების მოფიქრება და გარემოზე პოზიტიური ზემოქმედება.


პროექტის დასკვნით ეტაპზე იდეტონი გაიმართა და ახალგაზრდებმა შეძენლი ცოდნიდან გამომდინარე გუნდის ფორმატში იდეები წარადგინეს. აღნიშნული იდეები ჯანსაღი ცხოვრების წესთან იყო დაკავშირებული. ტრენიგზე მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტები მათ განვითარებას უწყობს ხელს.


„ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ აქ სხვადასხვა რაღაცეები ვისწავლეთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტების განხორციელება კარგია, რადგან ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ. მე აქ ინგლუსირის კურსზე დავდივარ. ჩვენ გვითხრეს რომ ასეთი პროექტია და მეც შევუერთდი“ - აცხადებს შერიფ შერიფოვი .

პროექტში მონაწილეობას საქართველოს 5 რეგიონიდან 1 500 ახალგზრდა იღებდა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები