შულავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს, 21 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.


შემთხვევის თვითმხილველებმა რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ერთმანეთს მერსედესის და ვაზის მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. რადიო „მარნეული“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან დამატებით ინფორმაციას ელოდება. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

Print ელ. ფოსტა
თეგები: #criminal #georgia #marneuli #marneulifm
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები