თბილისში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა
ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა . ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები "კურიერის" უყვებიან, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც შადრევანში ჩავარდა.

თვითმხილველების თქმითვე, თავდაპირვლად შადრევანში ერთი ბავშვი ჩავიდა, შემდეგ კი ორი თანაკლასელი. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მათგან ორი შოკურ მდგომარეობაშ იყო, ერთს კი გამოწვეული სტრესის გამო, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240 ე მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მომხდარს შეისწავლიან და შესაბამის კომპანიებს პასუხი მოეთხოვება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები