დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა – დაიღუპა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკა ავრცელებს.


კლინიკის თქმით, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახერხეს და ის ახლა პედიატრიულ განყოფილებაში იმყოფება.

„რაც შეეხება გოგონას, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“
– განაცხადა ექიმმა.

ვაკის პარკში, შესასვლელის სიახლოვეს, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყათ, მათ დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები