საქართველოს დღეს ილჰამ ალიევი ეწვევა
დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დღესვე, „შატო მუხრანში”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები