უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ ქვეყანაში
საქართველო-უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 42,439 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 36,404 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, 2,5-ჯერ გაიზარდა უნგრეთში ექსპორტი. კერძოდ, ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 2,432 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 949.1 ათასი აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, წელს 9 თვეში უნგრეთიდან 40,006 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 35,455 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ აღნიშნულ ქვეყანაში.

ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 20,757 მლნ აშშ დოლარი
მსუბუქი ავტომობილები - 2,015 მლნ აშშ დოლარი
მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისგან, სხვა - 1,475 მლნ აშშ დოლარი
საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისთვის - 1,440 მლნ აშშ დოლარი
აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის - 1,007 მლნ აშშ დოლარი
შინაური ფრინველი ცოცხალი - 879.1 ათასი აშშ დოლარი
ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული - 724.4 ათასი აშშ დოლარი
ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 720.4 ათასი აშშ დოლარი
სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებსაგან - 698.3 ათასი აშშ დოლარი
ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები - 597.6 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 1,107 მლნ აშშ დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 541.2 ათასი აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 179.2 ათასი აშშ დოლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 146.1 ათასი აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 63.9 ათასი აშშ დოლარი
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 62.3 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი ხის, სხვა - 56.1 ათასი აშშ დოლარი
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონების - 55.5 ათასი აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 55.2 ათასი აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 32 ათასი აშშ დოლარი
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები