3 თვეში საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები 868 პირი დააბრუნეს
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოში რეადმისიას 868 პირი დაექვემდებარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) სულ რეადმისიის 873 განცხადებაა განხილული, საიდანაც 868-ზე თანხმობა გაიცა, 5-ზე კი უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 525 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდის საფრანგეთი (176), საბერძნეთი (33), პოლონეთი (33), შვეიცარია (23),
ესპანეთი (17).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები