ОSINT - უკრაინის ომში 1 400-ზე მეტი რუსი ოფიცერია ლიკვიდირებული
1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ლიკვიდირებულია რუსული არმიის 1402 მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ОSINT-ის (დაზვერვა ღია წყაროს გამოყენებით) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, განადგურებულ რუს ოფიცრებს შორის არის ორი გენერალ-ლეიტენანტი და რვა გენერალ-მაიორი. ამასთან, ლიკვიდირებული მაღალჩინოსნების დაახლოებით მეოთხედი უფროსი ოფიცერია.

ОSINT-ის მონაცემებით, უკრაინის ომში ასევე დაიღუპა რუსეთის ფედერაციის 44 პოლკოვნიკი, 98 ვიცე-პოლკოვნიკი და 193 მაიორი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია 279 კაპიტანი, 471 უფროსი ლეიტენანტი, 235 ლეიტენანტი და სხვა წოდების 72 სამხედრო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები