დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, ქუჩაში, ქართველებს შეურაცხყოფდა
პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც  ს ერთ-ერთ ქუჩაზე ქართველებს შეურაცხყოფდა. შემთხვევა 5 ნოემბერს მოხდა.

“ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, კაცი მარჯანიშვილის ქუჩაზე დგას და განუწყვეტლივ იმეორებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ქართველების მისამართით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები