რუსთავში აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, დაიღუპა ერთი მუშა
რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.

შინაგან
საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული მუშა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები