მოგზაურების ვიზიტები 13 მლნ-მდე, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება 2030 წელს
მოგზაურების ვიზიტები 13 მლნ-მდე, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6.5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება 2030 წელს.

ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030 -საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საბაზისო 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1 881 271 იყო, მთავრობის ხედვით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 10 მლნ, 2030 წელს კი 13 მლნ უნდა იყოს.

ამასთან, როგორც სამთავრობო სტრატეგიაშია აღნიშნული, საბაზისო 2021 წელს ტურიზმიდან საქართველომ 1 244 987 712 დოლარის შემოსავალი მიიღო, გეგმით 2025 წელს ეს მაჩვენებელი 4 240 000 000 დოლარამდე, ხოლო 2030 წელს 6 500 000 000 დოლარამდე გაიზარდა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები